მთავარიმსოფლიოევროპაევროკომისიის წარმომადგენლები ქალთა საერთაშორისო დღისთვის შეიკრიბნენ

ევროკომისიის წარმომადგენლები ქალთა საერთაშორისო დღისთვის შეიკრიბნენ

ევროკომისიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხდეს ყველა იმ ქალს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება შვილების, მშობლებისა თუ ავადმყოფების მოვლას დაუთმეს.  ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქალებს შეუძლიათ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვან თავი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველასათვის ცნობილია, აუცილებელია, რომ ეს ხშირად აღინიშნოს. ევროკომისიის შეხვედრაზე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობაზეც იყო საუბარი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აუცილებელია, ხშირად აღინიშნოს თუ რამდენად დიდი როლი აქვს ქალს სამყაროში.

„რა თქმა უნდა, ლიდერი ქალები მეცნიერებისათვის არიან შექმნილნი. სავსებით შესაძლებელია წარმატებული კაერიერისა და დედობის შეთავსება. მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი ცხადია, მაინც აუცილებელია აღინიშნოს. საერთაშორისო ქალთა დღე ყველა ქალს ეკუთვნის. მათ, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს და მათაც, ვინც პანდემიის ამ მძიმე ჟამს სუპერმარკეტებში მუშაობდა. ნუ დავივიწყებთ, რომ მათგან თითქმის 80% ქალია“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend