მთავარიამბებინათია თურნავა - მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა ...

ნათია თურნავა – მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება

საქართველოში რეგულარული ფრენების რიცხვი იზრდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიხედვით, მარტიდან ყოველ კვირაში 70 ფრენა განხორციელდება, ზაფხულიდან კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 4 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა.  ფრენები განაახლეს შემდეგმა ავიაკომპანიებმა:  „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“, „ფლაი დუბაი“, „ეარ არაბია“. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის „თურქეთის ავიახაზებმა“, „პეგასუსმა“, „ყატარის ავიახაზებმა“  – ფრენის სიხშირე აღადგინეს. მინისტრმა ასევე ისაუბრა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ფრენების განახლების შესახებ. თურნავას მიხედვით,  მარტის ბოლოდან „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და  კვირაში 20 მიმართულებით 45 რეისს გეგმავს.

ნათია თურნავას თქმით, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზ ეარ აბუ-დაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ – დაბი – ქუთაისი – აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.

ნათია თურნავამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია  „ბუტა ეარვეისი“  ბაქო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით დაიწყებს ფრენას. ყაზახური ავიაკომპანიები ფრენებს ყაზახეთის მიმართულებით განაახლებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend