ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადაიდება. ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა და აქციების ფორმის შეცვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ხვალინდელი აქცია, რომელიც კანცელარიასთან უნდა გამართულიყო და პიკეტირების ფორმა უნდა ჰქონოდა – შეიცვალა და ახალი ვერსიის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნზე შეიკრიბებიან და რუსთავის მიმართულებით მსვლელობას ავტომობილებით გამართავენ. ხოლო 13 მარტს დაგეგმილი მასშტაბური აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.