მთავარი დღის ამბები გატაცებული ნიგერიელი მოსწავლე გოგონები სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს

გატაცებული ნიგერიელი მოსწავლე გოგონები სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს

ჩრდილოეთ ნიგერიაში შეიარაღებული პირების მიერ გატაცბული სკოლის მოსწავლე გოგონები, გაათავისუფლეს. სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, 279 გოგონა ჯანმრთელი და ბედნიერი დაბრუნდა სახლში. მათი თქმით, ინციდენტისა და პოლიციის რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია  მოგვიანებით აუცილებლად გახდება ცნობილი. ბოლო წლების განმავლობაში ნიგერიაში მსგავსი თავდასხმები არაერთხელ მომხდარა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ზამფარას შტატში შეიარაღებული დაჯგუფებები ხალხს ფულის გამოძალვისა და მათი დაჯგუფების წევრების ციხიდან გათავისუფლების მიზნით იტაცებენ.

„ეს შედეგი ზამფარას შტატში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის დამსახურებაა. ყველა ის წარმატება, რომელსაც ასეთი თავდასხმების აღკვეთისას მივაღწიეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გახდა შესაძლებელი. სკოლის მოსწავლეებიც ამ გზით დავიხსენით. უმჯობესია ყოველთვის მშვიდობიან გზას მივმართოთ“,-ამბობს ზამფარას შტატის პოლიციის კომისარი, აბუთუ იარო.

უახლესი

სხვა ამბები