მთავარი საქართველო სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირი არსად წასულა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირი არსად წასულა

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა – ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, აქ ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მაშინაც. დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიის კუნძული, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend