მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენის პრეზიდენტობიდან დღემდე კორონავირუსის ვაქცინის 50 მილიონი დოზა გაიცა

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობიდან დღემდე კორონავირუსის ვაქცინის 50 მილიონი დოზა გაიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამერიკის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინის 50 მილიონი დოზა გაიცა. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში ვაქცინაციის პროგრამა დაგეგმილზე 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. შესაბამისად, ძალაში რჩება ბაიდენის დაპირება, რომ პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ვაქცინის 100 მილიონ დოზას გასცემდა.

 
კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ გეგმა ზედმეტად ამბიციური იყო.  თუმცა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიზანს ადვილად მიაღწევენ. ბაიდენის აზრით, მათ სწორი მიმართულება აქვთ არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ რთული პირობები დახვდათ წინამორბედისგან.

25 თებერვალს პრეზიდენტის ადმინიასტრაციამ წარმოადგინა ინფორმაციული სახის რეკლამა, რომელიც ვაქცინის უსაფრთხოებასა და აუცილებლობაში ამერიკელების დარწმუნებას ითვალისწინებს. იგი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, მიიღონ თუ არა ვაქცინა. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, 3 ამერიკელიდან 1 უარს ამბობს, მიიღოს კორონავირუსის ვაქცინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend