მთავარი ევროპა სომხეთი ერევანში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს

ერევანში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აქცია მანამდე არ დაიშლება, სანამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანდამდებობას არ დატოვებს.

სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა. რის შემდეგაც, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მიერ გავრცელებული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და  მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე სომხეთის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლება მოსთხოვა.

 
სომხეთში მიმდინარე პროცესებს  ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა.

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რომ ავიცილოთ  ესკალაციური და ძალადობრივი ქმედებები. ჩვენ ყველა მხარეს შევახსენებთ ძირძველ დემოკრატიულ პრინციპს, რომ შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, საპროტესტო აქციები მთავრობის შეცვლამდე გაგრძელდება. 

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend