მთავარიეკოლოგიაგარემოს პირბადეები და ერთჯერადი ხელთათმანები აბინძურებს

გარემოს პირბადეები და ერთჯერადი ხელთათმანები აბინძურებს

კორონავირუსის პანდემია უარყოფითად აისახება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელზეც. თუ კორონავირუსის გავრცელებამდე ეკოსისტემის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი პოლიეთინელისა და პლასტმასის ნიადაგში მოხვედრა იყო, ახლა ამას გარემოს პირბადეებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით დაბინძურებაც დაემატა. ექსპერტების აზრით, გამოსავალი ბიოდეგრადირებადი მასალით დამზადებული პირბადეების გამოყენებაა, რომლებიც შედარებით ძვირია, თუმცა გარემოში დიდხანს არ რჩება.


პანდემიამ პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლას ხელი შეუშალა, თუმცა პირბადეები და ხელთათმანებიც არა ნაკლებ აბინძურებს გარემოს. მაგალითად დიდ ბრიტანეთში თვეში 1500 ტონა სახის პირბადე და ხელთათმანი ხვდება ნიადაგში, რომლის დაშლასაც საუკუნეები ჭირდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკო სისტემაზე.

დღეს, პირბადეები ყველაზე გავრცელებული სახის ნაგავია, რომელმაც გაუსწრო პოლიეთილენისა და პლასტმასის ცელოფნების რაოდენობას, რომლებიც გარემოში გადაყრის შემდეგ რჩება. ექსპერტების აზრით, საზოგადოებამ მოკლევადიან პერიოდში უნდა გადადგას გარემოს დაცვისთვის ეფექტიანი ნაბიჯები. მათი აზრით, პირბადეებისთვის ისეთი მასალა უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც გარემოში მალე ქრება. ასეთი მასალა 3-ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე პლასტმასი, მაგრამ თუ პირბადეების დასამზადებლად ბიოდეგრადირებადი მასალაა გამოსავალი, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა მზად იყვნენ უფრო მეტი დახარჯონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend