მთავარიCOVID-19პანდემიის დროს მოხუცებზე ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა

პანდემიის დროს მოხუცებზე ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა

პანდემიამ ბევრი პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა, მათ შორის გაიზარდა ძალადობის ფაქტებიც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიმატა მოხუცებზე ძალადობის შემთხვევებმა. მოხუცთა უმრავლესობას ძალიან უჭირს მძიმე პრობლემით პროფესიონალებს მიმართოს, რადგან ამბის გამჟღავნების შიში აქვს.  კვლევის თანახმად, ევროპაში ყოველწლიურად 2 500 ხანდაზმული არასათანადო მოპყრობის გამო იღუპება. არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, რომ ევროკავშირი უფრო მეტად დაინტერესდეს ხანდაზმულების ბედით.

პამდემიის დროს მოსახლეობაში განსაკუთრებით გაიზარდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამით ხანდაზმულებიც იტანჯებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც მოხუცებზე ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.


“ვიცით, რომ ხანდაზმული ადამიანებს სახლში, იზოლაციაში არიან. პანდემიის გამო მათზე ზრუნვა ოჯახის წევრებს უწევთ, რომლებიც ამ მხრივ არ არიან გამოცდილები. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულები დახურულ კარს მიღმა რჩებიან.  გაიზარდა მათზე ძალადობა“, – განაცხადა AGE პლატფორმის წარმომადგენელმა, ბორხა არუემ.

Age Europe-ის მონაცემებით, ევროპაში  ყოველი 24 არასათანადოდ მოპყრობის გამო, გარდაცვალების შემთხვევიდან მხოლოდ 1 არის აღრიცხული. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება, აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლ მოხუცებს რცხვენიათ და არ სურთ ამბის გამჟღავნება. მათთვის ანონიმურად დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, მე მარტო არ ვარ. უამრავი ადამიანია ჩემს სიტუაციაში. ეს ძალიან დამამცირებელია. ძალიან მიჭირს მარტოს ამასთან გამკლავება და გადატანა. ამაზე საუბარიც კი ძალიან რთულია“, – ამბობს 85 წლის მოხუცი.

ხანდაზმული მადლიერია მათი, ვინც მძიმე სიტუაციაში დაეხმარა, რომელიც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.

„ეს ყველაფერი 50 წლის წინ დაიწყო. მე მოძალადე კაცზე ვიქორწინე. ის ნამდვილად კარგი ადამიანი ჩანდა. სამწუხაროდ, მალევე დაიწყო ჩემზე ძალადობა. მხოლოდ მე კი არა, ჩვენს შვილებსაც სცემდა. მე კი ჩუმად ვიყავი და ამ ყველაფერს გულში წლების განმავლობაში ვინახავდი“, – თქვა ხანდაზმულმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი დღის წესრიგში დააყენებს ხანდაზმულთა პრობლემებს და წევრ ქვეყნებს სთხოვს, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზულად შეხედონ და პრობლემის მოგვარების გზებზე იფიქრონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend