მთავარიმსოფლიონიგერიაში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში საჰაერო ძალების კუთვნილი მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო დაიღუპა.

ნიგერიის საჰაერო სამხედრო ძალების პრესსპიკერის თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის დაზიანება გახდა. თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქიდან 110 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მინნასკენ მიემართებოდა.

ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარი ქვეყნის პრეზიდენტმა გამოუცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend