მთავარი ამბები ირაკლი ღარიბაშვილი: გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს

ირაკლი ღარიბაშვილი: გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, მოსახლეობის ვაქცინაციას და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა 22 თებერვალს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერის რანგში საქმიანობის პირველი 100 დღის განმავლობაში მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში, ჩარჩოებში დაბრუნება, ასევე ქვეყანაში  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშევება.

“პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას გაერთიანებისთვის ახალი ეროვნული იდეა სჭირდება.

”ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და რაღაც ერთგვარ ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს. იდეა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი მეოთხე ათწლეული, ჩამორჩენილობის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

ირაკლი ღარიბაშვილიირაკლი ღარიბაშვილი