მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საქართველოს პარლამენტს დღეს წარუდგენენ. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს დროში მოხდება.
მთავრობის ახალ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტს დღეს წარუდგენენ
