მთავარიკუბიფეისბუკმა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალი ამბების გაზიარების საშუალება დაუბლოკა

ფეისბუკმა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალი ამბების გაზიარების საშუალება დაუბლოკა

ავსტრალიელი მომხმარებლები ადგილობრივ და საერთაშორისო ახალ ამბებს ფეისბუკზე ვეღარ აზიარებენ.

ამის მიზეზი ავსტრალიის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონია, რომლის მიხედვით, ინტერნეტპლატფორმების წარმომადგენლებმა გარკვეული თანხა უნდა გადაუხადონ მედიაგამოცემებს იმ მასალებისთვის, რომლითაც მედია მათ უზრუნველყოფს.

„შემოთავაზებული კანონი არ ითვალისწინებს ჩვენი და გამოცემების ურთიერთობის ფორმას. ფეისბუკი არავის ჰპარავს ახალ ამბებს. ეს თავად გამოცემები წყვეტენ, გააზიარონ თუ არა სტატიები ფეისბუკზე“,- აღნიშნავენ ფეისბუკის ოფიციალურ ადმინისტრაციაში. მათივე გადაწყვეტილებით, ავსტრალიელები ვეღარ აზიარებენ ახალი ამბების ბმულებს და ინტერნეტის საშუალებით ვერც უყურებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ახალ ამბებს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვებში მოექცა ასევე ავსტრალიის საჯარო უწყებებიც. მათ შორისაა რამდენიმე სამედიცინო-საინფორმაციო სამსახური, რომლებიც კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე აზიარებდნენ ინფორმაციას, ასევე მეტეოროლოგიური და სახანძრო სამსახურები.

 
საპასუხოდ ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლობა არასწორად იქცევა. მათი აზრით, ფეისბუკის ქცევა გაუმართლებელია და მის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი გრეგ ჰანტი აღნიშნავს, რომ ის აღშფოთებულია იმ სოცქსელების გადაწყვეტილებით, რომლებმაც დაუბლოკეს სამედიცინო უწყებებს ინფორმაციის გავრცელების საშუალება.

ამავდროულად, კომპანია გუგლმა, რომელიც არაერთხელ გამოსულა ახალი ავსტრალიური კანონის წინააღდეგ, დაიწყო ადგილობრივ ტელევიზიებთან და გამოცემებთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, გუგლი გადასცემს მას გარკვეული რაოდენობის თანხას. კომპანია უკვე შეუთანხმდა მედიაჰოლდინგ „ნიუს კორპორეიშენს“, რომელშიც ისეთი გაზეთების სტატიებია შესული, როგორებიცაა The Sun, The Wall Street Journal და The Times.

კონკრეტულად რა თანხაზე შეთანხმდნენ კომპანიები, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend