მთავარისაქართველოსაერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება

საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს დღეს დიპლომატიური კორპუსი გამოეხმაურა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

განცხადებაში აღნიშნულია, ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ასევე, აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში.

მიმდინარე პროცესები ასევე შეერთებული შტატების საელჩომაც შეაფასა. როგორც მათ განცხადებაში წერია, აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების თქმით, საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწარაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული სამეფოს საელჩოც გამოემხმაურა. 
“ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს”,-  ვკითხულობთ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend