მთავარიევროპანორვეგიაოსლოში, ქალაქის 4 პარკში, სათხილამური ბილიკები მოეწყობა

ოსლოში, ქალაქის 4 პარკში, სათხილამური ბილიკები მოეწყობა

სათხილამურო სპორტის სახეობა „ქროს ქანთრი“ ნორვეგიაში ალბათ ყველაზე პოპულარულია. თუმცა ახლა კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სათხილამური ბილიკებზეც. ოსლოს მთავრობამ კი სათხილამურო კურორტებზე დატვირთვის შესამცირებლად და ხალხმრავალი შეკრებების ასაცილებლად გადაწყვიტა,  სათხილამურო ბილიკები ქალაქის საჯარო მწვანე  სივრცეებში მოეწყო. მაგრამ წელს ნორვეგიის დედაქალაქში არასაკმარისი თოვლია, ამიტომ ის სხვა ადგილებიდან მოაქვთ.

ქალაქის საბჭოს წევრი ომარ სემი გამალი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებშიც ადამიანებს ფიზიკური აქტივობა სჭირდებათ. ისინი უნდა გამოვიდნენ და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ გარშემოა.

ოსლოში 4 პარკში მოეწყობა „ქროს ქანთრის“ სათხილამური ბილიკები. კარენ მარგრეტ იგლანდი ექთანი და სათხილამურო სპორტის მოყვარულია. მისი აზრით, ეს მშვენიერი იდეაა, მას შეუძლია, დრო გამოშვებით სპორტის ამ სახეობით დაკავდეს. ადრე თუ შორს უწევდა წასვლა სასრიალოდ, ახლა უფრო ნაკლებ დროს ანდომებს, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს.

ქალაქის სათხილამურო ბილიკების ფუნქციონირებისთვის ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს. პროგნოზის მიხედვით, ოსლოში უქმეებამდე იქნება თოვლი, რაც კარგი ამბავია. თუმცა შემდეგ უფრო თბილ ამინდებსა და ნალექს ელიან, რაც ქალაქში დამატებით თოვლის შემოტანას გახდის საჭიროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend