მთავარიევროპაიტალიაიტალიის პარლამენტის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადეს. დრაგიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსაყვანად. დღეს გაიმართება კენჭისყრა პარლამენტის ქვედა პალატაშიც, სადაც ასევე, დიდი ალბათობით, ნდობას გამოუცხადებენ მარიო დრაგისა და მის გუნდს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ კენჭისყრის შედეგად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის ზედა პალატაში. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სიტუაციიდან იტალიის გამოსაყვანად და ეკონომიკის აღსადგენად. დრაგის ტექნიკურ-პოლიტიკურ მთავრობას  262 ხმით დაუჭირეს მხარი, ხოლო 40 კი წინააღდეგი იყო. დებატების დროს დრაგიმ თავის სამომავლო ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა და ყველას გაერთიანებისკენ  მოუწოდა. თუმცა, მისი განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად კვლავ პანდემიასთან ბრძოლა რჩება.

 

მარიო დრაგის მთავრობა გასულ უქმეებზე დაამტკიცეს. ამით დამთავრდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს მმართველობა. იგი თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა და მას შემდეგ გადადგა, რაც მისი და მისი უახლოესი მოკავშირის გზები გაიყო.

პარლამენტის ქვედა პალატაში კი დღეს გაიმართება კენჭისყრა. დიდი ალბათობით, მარიო დრაგის მთავრობას, როგორც ზედა პალატაში, აქაც ნდობას გამოუცხადებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend