მთავარი საქართველო პირბადის ტარების ვალდებულება ექვსი თვით გახანგრძლივდა

პირბადის ტარების ვალდებულება ექვსი თვით გახანგრძლივდა

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ღია სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. 77-მა დეპუტატმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

პანდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის, ცვლილება  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. განმეორებით დარღვევისთვის კი მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტმა პირბადის ღია და დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულება 6 თვით გაახანგრძლივა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის.

 
“დღეიდან, საკანონმდებლო დონეზე დავარეგულირეთ პირბადის ტარების ვალდებულება. ასევე, განვსაზღვრეთ ჯარიმის ოდენობა თუ მოქალაქე ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესს დაარღვევს. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია, ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხვევაში პირი – 50 ლარით დაჯარიმდება. პირბადის ტარება სავალდებულო მომდევნო 6 თვის განმავლობაში იქნება. თუმცა, საქართველოს მთავრობას კანონით მივანიჭეთ უფლება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წესი შეცვალოს”,  – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავამჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი