მთავარი აზია მიანმარი მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კვლავ დაძაბულობაა

მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კვლავ დაძაბულობაა

მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კვლავ დაძაბულობაა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუსან სუჩი დააკავა. სამხედრო საბჭოს მმართველობა ბუდისტმა ბერებმა გააპროტესტეს.

მიანმარში დაკავებულ ოპოზიციის ლიდერს აუ სან სუ ჩის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდება მეორეჯერ წაუყენეს. ის სამშაბათს ვიდეოზარით გამოცხადდა მოსამართლის წინაშე.

აუ სან სუ ჩის ადანაშაულებენ COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მისი მხარდამჭერები გაკვირვებული დარჩნენ, რადგან მოსმენა 24 საათის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

მიანმარის სამხედრო საბჭომ 1 თებერვლის გადატრიალების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. საბჭომ განაცხადა, რომ სუ ჩისა და პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უარყვეს ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.

“ჩვენ მათ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, სუ ჩი და იუ ვინ მინი უფრო უსაფრთხო ადგილას არიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ეს დაკავება არ არის. ისინი საკუთარ სახლებში რჩებიან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ  კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ”,- განაცხადა ინფორმაციის მინისტრმა, ზაუ მინ ტუნიმ.

იანგონში ბუდისტი ბერები ქუჩაში გამოვიდნენ – დემონსტრანტთა რიგებში ბერების ყოფნა მორალურ სიმტკიცეს შემატებს საპროტესტო მოძრაობას იმ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ბუდისტია.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი