მთავარიკუბიისრაელში მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ისრაელში მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

2021 წლის იანვრის ბოლოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც ისრაელში 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაციას ეხება. სტატუსს თან ახლავს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემიდან ნაწყვეტი, რომელშიც ერთ-ერთი ექიმი ისრაელიდან ამბობს, რომ ქვეყანაში 16-18 წლის მოზარდების აცრა დაიწყეს.

ვაქცინაცია

მომხმარებლის თქმით, ვაქცინის მიღების ინსტრუქციით, მხოლოდ 18 წელს გადაცილებულები უნდა აიცრან, რადგან ვაქცინების გამოცდა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შესაბამისი პოსტი დამოუკიდებელმა „ფაქტჩეკერებმა“ უკვე მონიშნეს როგორც „მანიპულაცია“.

Pfizer/BioNTech-ით ვაქცინაცია ევროპასა და აშშ-ში 16 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში დაიშვა. მეტიც, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშში, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ეხება, ნაჩვენებია, რომ ვაქცინის კვლევის პროცესში მონაწილეობა 16-18 წლის ასაკის ადამიანებმაც მიიღეს.  ამასთან, ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გვერდზე Pfizer/BioNTech-ის შესახებ მითითებულია, რომ ვაქცინა 16 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.

რაც შეეხება ვაქცინასა და ბავშვებს, ამერიკულმა კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ უკვე ჩართეს კლინიკურ კვლევებში 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და იმედი აქვთ, რომ პირველ შედეგებს მიმდინარე ზაფხულში გაიგებენ.  სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას უფრო პატარა ასაკის ბავშვების ვაქცინასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend