მთავარიკუბისამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა შეიქმნა

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა შეიქმნა

„National Geographic საქართველოსა“ და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით, შეიქმნა სამხრეთი კავკასიის ბიომრავალფეროვნების ინტერაქტიული რუკა, რომელიც მუდმივად ახლდება. პირველ ეტაპზე რუკის ელექტრონულ ვერსიაზე დაიტანეს საქართველოში გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის ძირითადი სამეცნიერო წყაროები, რომლებიც დაინტერესებულ მომხმარებელს პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ.

პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.

 

როგორ ვნახოთ რუკა:  შევდივართ ინტერაქტიული რუკის ვებგვერდზე – აქ დავინახავთ საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე მონიშნულ ტერიტორიას. თუ დავაჭერთ, მაგალითად, ბათუმს, გამოჩნდება მეხეური ხვლიკის სურათი,  შემდეგ  გადავდივართ მის გვერდზე და ვეცნობით ამ ხვლიკთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას.

წყარო: map.nationalgeographic.ge

ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ რომელიმე სახეობა საძიებო სიტყვად ან დავათვალიეროთ კატეგორიები – ამფიბიები, თევზები, მოლუსკები, მცენარეები და სხვა.

წყარო: map.nationalgeographic.ge

სამომავლოდ იგეგმება როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ადგილის მონიშვნა. „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში, „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური აღნიშნავს, რომ ეს რუკა განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend