მთავარისაქართველოპარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ამოქმედდა

პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. ამ ეტაპზე, კომისია მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. პარლამენტში და მის გარეთ მყოფი ოპოზიცია, კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებს. თუ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სრულად არ იქნა წარმოდგენილი, პარლამენტში შესული პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, განხილვებში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავენ. მმართველ გუნდს კი იმედი აქვს, რომ ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. დეპუტატმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტირებისას თქვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ ითანამშრომლებს. კომისიის სამუშაო ვადად, მომდევნო სამი თვე განისაზღვრა.

 
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას მიიღოს მაქსიმალური მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ტყუილების გასაფანტად, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელდა, მაგრამ თუ რამე სიმართლეა და ვინმე ფიქრობს, რომ სიმართლეა, ამისთვის კომისია არის ძალიან კარგი საშუალება. გამოძიების პროცესი არის ღია, ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend