მთავარიdraft geoსაქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

საქართველოს ფეხბურთის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი, დანიშნა.

სანიოლის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 25 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ მატჩში შედგება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთთან ერთად ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იქნებიან, ამიტომაც სანიოლს ბევრი რთული გამოცდა ელის.

ვილი სანიოლს ფეხბურთის გულშემატკივარი “ბაიერნიდან” იცნობს. “რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ყოფნისას მან ბუნდესლიგა ხუთჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი ერთხელ მოიგო. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იგი 2006 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

2013-14 წლებში 43 წლის სპეციალისტი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, 2014-16 წლებში კი “ბორდოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend