მთავარისაქართველორკინიგზა ოკუპირებულ აფხაზეთში

რკინიგზა ოკუპირებულ აფხაზეთში

სამხრეთ კავკასიაში არტილერია დადუმდა მაგრამ ქვემეხები ახლა დიპლომატიურ ფრონტზეა განლაგებული. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნა. 6 სახელმწიფო, მათ შორის სამი რეგიონული ძალა, რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა, ერთი გამარჯვებული, ერთი დამარცხებული და ერთი ოკუპირებული სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი რეალობის ჩამოყალიბებისას დიპლომატიურ ჭიდილში არიან ჩართულები.

ამ მოცემულობის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის ამოქმედების საკითხია. ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ პროფესორი ვლადიმერ პაპავა მოიწვია. პროფესორმა ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის ამოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები და რეგიონული კონტექსტი განიხილა.

სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი ზოგადად ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ყალიბდება, ეს კი საქართველოსათვის, როგორც რისკებს ასევე შესაძლებლობებს გულისხმობს.

ლეო სიხარულიძე

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend