მთავარიაზიამიანმარიმიანმარის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს

მიანმარის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს

მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ მიანმარის ლიდერის ადვოკატმა განაცხადა.

”ჩვენ აქ მოვედით მინდობილობის წერილის წარსადგენად, რომელიც რაიონის მოსამართლესთან განვიხილეთ. მისივე თქმით, წინასწარი პატიმრობა 15-ის ნაცვლად 17 თებერვლამდეა გახანგრძლივებული”, – აცხადებს აუნ სან სუ ჩის უფლებადამცველი. 

პირველ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს. მიანმარის სამხედრო მმართველებმა ქვეყნის მთავარ ქალაქებში ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყვანეს და ინტერნეტი შეზღუდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend