მთავარიCOVID-19ერთი ლაბორანტის ამბავი

ერთი ლაბორანტის ამბავი

„მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ადამიანებს ვერ ვხედავთ და ჩვენთან მხოლოდ მათი ანალიზები მოდის, ყოველთვის გვახსოვს, რომ თითოეული ნიმუშის უკან ერთი შეშინებული პაციენტი დგას“, – ამბობს 24 წლის ლაბორანტი ქრისტინე ელიოსიძე. ის დაახლოებით ერთი წელია, კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკაშია ჩართული და სხვა ადამიანების ტესტებთან ერთად, საკუთარსაც რეგულარულად იკვლევს.

“პანდემიამ, ვფიქრობ, ყველა ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა  პირადად მე კი უამრავი რამ სულ სხვაგვარად დამანახა. მე, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ წინა ხაზზე მებრძოლი და კოვიდპაციენტი, ისე ვუყურებდი პანდემიას.

 

დაახლოებით 3 თვის წინ გადავიტანე კორონავირუსი. ვირუსის დამარცხების შემდეგ კი უფრო კარგად გავიაზრე, თუ რის წინაშე ვიბრძვით ჩვენ, ლაბორატორიის პერსონალი და ზოგადად მედპერსონალი.

ჩვენ, ლაბორატორიის პერსონალს, ყოველკვირეულად გვიწევს ტესტის ჩატარება. შესაბამისად, ერთ-ერთი რუტინული კვლევის დროს თავად ვმუშაობდი ჩემს ანალიზზე და აღმოვაჩინე, რომ ვიყავი კოვიდდადებითი. გადავედი თვითიზოლაციაში სამკურნალოდ და გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე დავუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმიანობას.

თითოეული დღე სხვადასხვა სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ყველაზე მძიმედ გვახსენდება ის დრო, როდესაც ვირუსმა მასობრივი გავრცელება დაიწყო და ლაბორატორიაში პირველები ჩვენ ვხედავდით, რომ ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდებოდა“, – ამბობს ქრისტინე ელიოსიძე, ლაბორანტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend