მთავარიკულტურაჩიკ კორეა გარდაიცვალა

ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ჯაზ კომპოზიტორი და პიანისტი ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ჟანრ „ჯაზ-ფიუჟენის“ ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად ითვლება. 1960-იან წლებში ჩიკ კორეა მაილს დეივისის ბენდში უკრავდა. ამის შემდეგ, იგი არაერთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობდა. კარიერის განმავლობაში მას 23 გრემის ჯილდო აქვს მიღებული. ჩიკ კორეას არაერთი ნაწარმოები ჯაზ სტანდარტად არის აღიარებული. ოჯახის ცნობით, იგი სიმსივნის იშვიათი ფორმისგან გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend