მთავარიკულტურაკინოაკადემიამ საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში მონაწილე ფილმების სია გამოაქვეყნა

კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში მონაწილე ფილმების სია გამოაქვეყნა

ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში მონაწილე ფილმების სია გამოაქვეყნა. სიაში, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა ქართული ფილმი „დასაწყისი“, რომლის რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილია.

ერთ-ერთ ფავორიტად დანიური ფილმი „შემდეგი რაუნდი“ სახელდება. ფილმმა როგორც მაყურებლის, ასევე კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა.

ოსკარისთვის ასევე იბრძოლებს იტალიური ფილმი, სახელწოდებით „ჩვენ ორნი“, რომელიც პენსიაზე გასული ორი ქალის სასიყვარულო ამბის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი თვითცენზურის თემას ეხება, თუ როგორ ვთრგუნავთ საკუთარ თავს, რათა საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს არ გადავუხვიოთ. ჩვენ ყველანი განვიცდით ამას. შეიძლება, დაემალო საზოგადოებას, თუმცა საკუთარ თავს ვერსად დაემალები.“ – აცხადებს ფილმ „ჩვენ ორნის“ რეჟისორი ფილიპო მენეგეტი.

ნომინანტებს შორის მოხვდა დოკუმენტური ფილმი „კოლექტივიც“, რომელიც რუმინეთის პოლიტიკურ სკანდალს შეეხება. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიწვია დისკოთეკაზე მომხდარმა ხანძარმა რუმინეთის მთავრობის გადადგომა.

გამარჯვებისთვის იბრძოლებს ასევე ბოსნიური ფილმი, სახელწოდებით „აიდა, კუო ვიდისი?“, რომელიც ბალკანეთის ომის დროს მომხდარ ქალაქ სრებრენიცაში გამართულ ხოცვა-ჟლეტას ეხება.

15 მარტს ოსკარზე წარდგენილი უცხოური ფილმებიდან ნომინაციას მხოლოდ 5 მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend