მთავარიევროპაიტალიაიტალიაში წმინდა ბენედიქტეს კათედრალის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი იწყება

იტალიაში წმინდა ბენედიქტეს კათედრალის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი იწყება

ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ ნორჩაში მდებარე წმინდა ბენედიქტეს ტაძარს, ევროპელი ხალხების ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. 2016 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, კათედრალიდან, მხოლოდ ფასადი დარჩა. მიწისძვრისგან განადგურებული ტაძრის რეკონსტრუქცია 3 წლის წინ დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი, გაწმენდითი და უსაფრთხოების სამუშაოები, ახლახანს დასრულდა. მალე უშუალოდ აღდგენის პროცესი დაიწყება.

უკვე 4 წელია, რაც იტალიის ქალაქ ნორჩას მცხოვრებლებს ქალაქის ზარების ხმა არ გაუგიათ. 2016 წელს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ქალაქში სამრეკლო კოშკები მთლიანად ჩამოინგრა.

ნორჩას მერის, ნიკოლა ალემანოს, განცხადებით ზარების დასარეკად არცერთი სამრეკლო არ დარჩა. ახლა, ზარების ხმა მასში საოცარ ემოციას იწვევს, გარდა ამისა ეს მნიშვნელოვანი სიმბოლოა მთელი საზოგადოებისთვის.

 

შენობებისა და სახლების გარდა, დაინგრა ნორჩას სიმბოლოც, ევროპის მფარველის, წმინდა ბენედიქტეს კათედრალი,

ჯუზეპინა პერლა  ქალაქის მერის მრჩეველია კულტურისა და ტურიზმის საკითხებში იგი აცხადებს, რომ წმინდა ბენედიქტემ დაარსებული მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების წყალობით, ევროპა ბარბაროსული შემოტევებისგან დაიცვა. მან ასევე შეძლო ევროპელი ხალხის გაერთიანება.

მიწისძვრის შედეგები დღესაც იგრძნობა. ბევრი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. კორონავირუსის პანდემიამ კი კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია.

ნიკოლა ალემანო თქმით რთული იყო კარანტინში ყოფნა ამ პირობებში. პატარა სახლებში 1700 ადამიანი ჰყავდათ განთავსებული. 700-ამდე ოჯახს, ფაქტობრივად, ერთად უწევდა  ცხოვრება ამ მძიმე პერიოდში.

ანნა პეტრანჯელი ბიზნესის მფლობელია  მისთვის გაუგებრობა ყველაზე დიდი პრობლემა იყო.  როდესაც მიწისძვრა მოხდა, უნდა შეემოწმებინათ, რა გადარჩა, შემდეგ ამაზე ემუშავათ და ასე გაეგრძელებინათ ცხოვრება. კოვიდის შემთხვევაში კი არავინ იცოდა, რა იქნებოდა მომდევნო დღეს.

ბევრი ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძვის, ბევრმა მოახერხა კიდეც. ახლა მთელი ყურადღება წმინდა ბენედიქტეს ტაძრის აღდგენას ეთმობა.

წმინდა ბენედიქტეს კათედრალის აგება მე-12 საუკუნეში დაიწყო და 6 საუკუნის შემდეგ დასრულდა. პირველი ეტაპის გაწმენდითი და უსაფრთხოების სამუშაოები დასრულებულია. ახლა იწყება  მეორე ეტაპი, რომელიც რეკონსტრუქციას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ კათედრალი დაიბრუნებს  თავის ძველ დიდებას და კვლავ გაერთიანებული ევროპის სიმბოლო იქნება.

კათედრალის რეკონსტრუქცია 3 წლის წინ დაიწყო, ასეთი ტიპის სამუშაოები გადარჩენილი ნაწილებისა და მასალების  რესტავრაციას გულისხმობს, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება ტაძრის თავიდან აგება.

კათედრალი აუცილებლად აღდება, როგორც წმინდა ბენედიქტის მოწოდება ევროპის ხალხების გაერთიანების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend