საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. გურიის რეგიონში ამ თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს; შიდა ქართლის რეგიონში კი რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი იქნება; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინიშნა პარმენ მარგველიძე იქნება; ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს.