მთავარიდღის ამბებიპარლამენტში ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ

პარლამენტში ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ. განხილვა ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართება. სხდომაზე შედგება ევროკავშირთან შეთანხმების განხორციელების საშუალოვადიანი – 2021-2023 წლების, სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც. ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველომ და ევროკავშირმა ხელი 2014 წლის მოაწერეს. ამით საქართველოს გზა ეხსნება ევროკავშირის ბაზრისკენ, თუმცა ქვეყანას არაერთი ვალდებულება ეკისრება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend