ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო. ვიდეომასალა 11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობას ასახავს. გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე აწარმოებს, რაც წინასწარი განზრახვით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.