მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელმა 78 მილიონს გადააჭარბა. ვაქცინაცია და ნიღბის ტარება დღეს კოვიდ-19-თან ბრძოლის მთავარი საშუალებებია. ასტრაზენეკას ვაქცინა, რომელსაც ვირუსის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი იყოს კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს ასტრაზენეკას ეფექტიანობა კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების შემთხვევაში.
,,არსებობს მნიშვნელოვანი სიახლე იმასთან დაკავშირებით, რომ საცდელი პერიოდის გათვალისწინებით, რომელშიც ახალგაზრდა და შედარებით მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ მონაწილეობას, ახლა მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ რამდენად ეფექტიანია ვაქცინა უფრო მძიმე ფორმის დაავადების თავიდან ასაცილებლად,”-აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.