მთავარი სპორტი "ბაიერნი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

“ბაიერნი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “ბაიერნმა” ეგვიპტური “ალ აჰლი” 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

“სასიამოვნოა, რომ ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უფრო მეტად სასიამოვნო კი ის არის, რომ გულშემატკივრის წინაშე ვითამაშეთ, ეს ძალიან მოგვენატრა,” – განაცხადა “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ტომაშ მიულერმა მატჩის შემდეგ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კატარში მიმდინარეობს, სადაც მატჩებზე გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაიშვება.

“ალ აჰლი” მესამე ადგილისათვის შეხვედრაში “პალმეირასს” დაუპირისპირდება, “ბაიერნი” კი 11 თებერვალს ფინალში “ტიგრესს” შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები