მთავარიმთავარი ამბავისაქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმაისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია  მეტროსადგური “გოცირიძე”, რომელიც  მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. არ იმუშავებს  კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებიც.

უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება შაბათ-კვირას.

ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა: მგზავრებისთვის სავადებულოა პირბადის ტარება  ავტობუსშიც და მეტროშიც, როგორც ვაგონში ისე მეტროს შიდა სივრცეში. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება.
“პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ”, – ნათქვამია  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, 8 თებერვლიდან კერძო ავტომობილებს აღარ ექნებათ ავტობუსების ზოლებში მოძრაობის უფლება, რითაც ავტობუსების მოძრაობის დროებითი შეჩერების პერიოდში სარგებლობდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდებათ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირაში მიიღო.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend