მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც უმრავლესობის შეხვედრაც მოჰყვა. როგორც მმართველ პარტიაში თქვეს, ისინი ოპოზიციას მოლაპარაკების კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობენ. მათი თქმით, საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 0%-დან 3%-მდე დაიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერითა და თანხმობით, გვინდა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია, შესაბამისად, უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში უზრუნველყოფილი იქნება“, – განმარტა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend