მთავარიდღის ამბებიმეცნიერები კორონავირუსის გენომს გამდინარე წყლის მეშვეობით იკვლევენ

მეცნიერები კორონავირუსის გენომს გამდინარე წყლის მეშვეობით იკვლევენ

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ერთ წელზე მეტი გავიდა. მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ ვირუსის გენომსა და გავრცელების დინამიკას. საფრანგეთში კოვიდ-19-ის გენომის შესასწავლად მეცნიერები კვლევებს გამდინარე წყლიდან აღებულ ნიმუშებზე ატარებენ, რაც მეცნიერებს იმედს აძლევს, რომ პანდემიის ევოლუციასთან დაკავშირებული პროცესების პროგნოზირებას ისინი წინასწარ, ერთი კვირით ადრე შეძლებენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო ყოველდღიურად დეტალურად აკვირდება კორონავირუსის გავრცელების  დინამიკას. შესაძლოა, ამ პრობლემაზე პასუხი ჩვენთან ახლოს, იმ ათასობით კუბურ მეტრ საკანალიზაციო წყლებში ვეძებოთ, რომლებიც ჩვენი სახლებიდან და საწარმოებიდან გამოედინება.


ვირუსი, როგორც ვიცით, სასუნთქი გზით ვრცელდება, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ვირუსის გენომი დაავადებული პაციენტის  ფეკალიებსა და, შესაბამისად, საკანალიზაციო წყლებშიც აღმოჩნდეს.

ლიონთან გამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში კოვიდ-19-ის გენომის შესასწავლად. ყოველდღიურად იღებენ ნიმუშებს, რომლებსაც სპეციალიზებულ ლაბორატორიებში აგზავნიან და საფუძვლიანად ამოწმებენ.

ახლა მკვლევრები ცდილობენ საკანალიზაციო წყლებში ვირუსის ახალი სახეობების იდენტიფიცირებას.

საფრანგეთის მსგავსად, ევროპის ბევრმა  ქვეყანამ  – ნიდერლანდებმა, იტალიამ, ესპანეთმა, ლუქსემბურგმა და შვეიცარიამ – უკვე დაიწყო გამდინარე წყლების მონიტორინგის პროგრამების შემუშავება. როგორც ირკვევა, ამ წყლების მეშვეობით, ყველაზე სწრაფად შეიძლება პანდემიის ახალი აფეთქების პროგნოზირება.

როგორც ცნობილი გახდა, გასულ წელს ბარსელონაში, მილანსა და ტურინში მეცნიერებმა საკანალიზაციო წყლებში აღმოაჩინეს ,,სარს-კოვიდ-2″-ის გენომი. თუმცა მაშინ ამ ქალაქებსა და ქვეყნებში ვირუსის პირველი შემთხვევები ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend