მთავარიმსოფლიოჟოზეფ ბორელი: რუსეთს ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგი არ სურს

ჟოზეფ ბორელი: რუსეთს ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგი არ სურს

რუსეთს ევროპასთან დიალოგი არ სურს. ამის შესახებ  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ რუსეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის  გამო, ბრისუელმა მოსკოვს ახალი  სანქციები დაუწესოს.

როგორც ჟოზეპ ბორელიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რუსეთში მისი ვიზიტის შემდეგ „ცხადი გახდა, რომ რუსეთს არ სურს ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის  შესაძლებლობა გამოიყენოს.“

„ეს სამწუხაროა და ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ“, – დაწერა ჟოზეპ ბორელიმ.

მისი კომენტარის მიხედვით, მოსკოვში მისი „რთული“ ვიზიტის შემდეგ, ევროპა და რუსეთი ერთმანეთს „თანდათან შორდებიან“.

7 თებერვალს გამოქვეყნებულ ბლოგში ჟოზეპ ბორელიმ დაწერა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდი იყო, უფრო გაუარესდა ნავალნის მოწამვლის გამო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერი სახელმწიფოს ადანაშაულებს. გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებული ნავალნი მაშინვე დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც დიდი საპორტესტო ტალღა მოჰყვა.

ჟოზეპ ბორელი ნავალნის საკითხზე მოლაპარაკების მიზნით რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი მოწამვლის საქმის გამოძიება  მოითხოვა. თუმცა მისი მოსკოვში ვიზიტის დროს, კრემლმა ქვეყნიდამნ სამი ევროპელი დიმპოლმატი გააძევა.  კრემლის განცხადებით, ისინი ნავალნის მხარდამჭერ აქციებს დაესწრენენ.

ჟოზეპ ბორელის ბლოგის მიხედვით, ლავროვთან შეხვედრა საკამოდ დაძაბული გამოდგა ევროპელი კოლეგის მოთხოვნების გამო.

ბორელის რუსეთში ვიზიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალის შეხვედრაზე განიხილავენ. რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

„მინისტრ ლავროვთან ჩემი შეხვედრის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ევროპა და რუსეთი ერთმაეთს შორდებიან. როგორც ჩანს რუსეთი ევროპას ეთიშება,“ – განაცხადა ჟოზეპ ბორელიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend