მთავარი COVID-19 ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდა

ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება.

ავსტრია

ქვეყამაში სუპერმარკეტები და სილამაზის სალონები გაიხსნა. ავსტრიის მთავრობამ სუპერმარკეტებისთვის ახალი წესები შემოიღო. ორშაბათიდან მაღაზიებში 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთ მომხმარებელს დაუშვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ზომის მარკეტებში მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლება შესვლა. მაღაზიების ქსელების წარმომადგენლებს უხარიათ, რომ მარკეტების გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. შეზღუდვები ახალი დიდ სუპერმარკეტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა პატარა მაღაზიების მფლობელები შიშობენ, რომ ეს შეზღუდვა დიდ რიგებს შექმნის, რაც მომხმარებელთა კლებას გამოიწვევს.

ავსტრიაში ორშაბათიდან სილამაზის სალონში წასვლა მხოლოდ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ვენაში ტესტის გაკეთება უფასოა. უწყებების განცხადებით, ქვეყანაში ტესტირება გამარტივდა, მისი უფასოდ გაკეთება აფთიაქებშიც კი არის შესაძლებელი.

 

პოლონეთი

მუშაობის უფლება მიეცათ სასტუმროებსა და გასართობ დაწესებულებს.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივად მოიხსნება. 12 თებერვალს ქვეყანაში გაიხსნება სასტუმროები, გასართობი ცენტრები და სათხილამურო ტრასები. გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ სასტუმროს მეპატრონეები და ტურისტები. დაკვირვების მიზნით შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში იქნება მოხსნილი. ქვეყანაში ჯერ კიდევ დახურულია რესტორნები და სავარჯიშო დარბაზები. წინა კვირას, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნა სავაჭრო მოლები და მუზეუმები.

საბერძნეთი

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ბერძნები ახალ შეზღუდვებს სიმშვიდით შეხვდნენ. მთავრობამ კომენდანტის საათი გაახანგრძლივა, რის შედეგადაც შაბათს ათენის ქუჩები ცარიელი იყო.

საფრანგეთი

საფრანგეთში სათხილამურო ტრასები გახსნილია, თუმცა საბაგიროები თებერვლის ბოლომდე არ იმუშავებს. ქვეყანაში კარანტინი არ არის გამოცხადებული. მოქალაქეებს შეუძლიათ კურორტებზე წასვლა, თუმცა გათიშული საბაგიროების გამო სასტუმროს დაჯავშნას აზრი ეკარგება. კურორტებზე ასევე დახურულია რესტორნები.

დანია

დედაქალაქ კოპენჰაგენში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 600-მდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი ეწინააღმდეგებიან ე.წ „ვაქცინის პასპორტსაც“. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით დაიძრნენ.

უახლესი

სხვა ამბები