ამერიკელების 56% მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს 43% კი წინააღმდეგია. კვლევა ანალიტიკურმა კომპანია Ipsos-მა ჩაატარა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 14 იანვარს გამოუცხადა. იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 – წინააღმდეგი იყო.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის შმდეგ დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.