მთავარი მთავარი ამბავი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო მინისტრთან სატელეფონო საუბარში საქართველოს საკითხიც წამოწია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო მინისტრთან სატელეფონო საუბარში საქართველოს საკითხიც წამოწია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც განიხილა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტის 4 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ისაუბრეს ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული განიარაღების შესახებ დადებული ხელშეკრულების ე.წ. New START-ის  გაგრძელების საკითხზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ  რუსეთის ბირთვული იარაღისა და ჩინეთის მხრიდან მომავალ  მზარდ საფრთხეებზე კონტროლი უნდა განხლდეს.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მტკიცედ გადაწყვეტა, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის ქმედება აზიანებს აშშ-ის  ან მის  მოკავშირეებს. ამ საკითხების რიცხვში შედის პოლ უელანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლება, რათა მათ მიეცეთ შინ, შეერთებულ შტატებში ოჯახთან დაბრუნების საშუალება. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოში რუსეთის აგრესიის პრობლემას.

„სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, უკრაინასა და საქართველოში მისი სამხედრო აგრესიის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და SolarWinds-ის ინციდენტის საკითხები,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

აშშაშშ