მთავარიმსოფლიოახალი პრეზიდენტის ახალი საგარეო პოლიტიკა და საქართველოს როლი

ახალი პრეზიდენტის ახალი საგარეო პოლიტიკა და საქართველოს როლი

შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივეს.  ახალი ხელშეკრულება ძალაში დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ შევიდა.

ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს აცხადებდა.

რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე მოიწვია.

საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარდგენისას ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ პრიორიტეტად მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერება დაასახელა.

 

ავტორი: ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend