რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაიმართება, რომელიც ცილისწამებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხება.
ნავალნის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებენ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვიდეო რგოლში, სადაც რუსეთში გასულ წელს განხორციელებული რეფორმების მიმართ მხარდაჭერა იყო გამოხატული.
ნავალნიმ ვიდეოში მონაწილე ადამიანებს მოღალატეები და კორუმპირებული უწოდა.
ალექსეი ნავალნის ადვოკატის განცხადებით, რუს ოპოზიციონერს 2 წლამდე პატიმრობა ამ ცილისწამების გამო არ ემუქრება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ამჟამად ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ნავალნის ეს განცხადება კანონის შეცვლამდე გააკეთა, როცა მსგავსი ბრალდებები თავისუფლების აღკვეთით არ ისჯებოდა
რამდენიმე დღის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ევროპის ქვეყნის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლი მარია ზახაროვა ევროპელ ლიდერებს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს.