მთავარიმსოფლიოაშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება კიდევ ხუთი წლით...

აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა. რუსული მხარის ინფორმაციით,  შეთანხმება ძალაში ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩოსთან დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ შევიდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლენკინის განცხადებით კი ამ ხელშეკრულებით მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ბირთვული იარაღის, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და ბომბდამშენების შემცირებას.  

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დადებული  ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის კონტროლს ეხებოდა, კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა. ახალი სტარტ-ის ხელშეკრულება მას შემდეგ დაიდო, რაც ძველის ვადის გასვლიდან ორი დღე იყო დარჩენილი.

შეთანხმების მიხედვით, აშშ-სა და რუსეთს ეკრძალებათ რაკეტებისა და ბომბდამშენების გამოყენება. თუმცა არაფერია ნათქვამი ახალი ტიპის იარაღებზე.

„სტარტ-ის ახალი  ხელშეკრულების კიდევ  5 წლით გაგრძელება უზრუნველყოფს რუსული საბრძოლო რაკეტების – ბალისტიკური, წყალქვეშა და მძიმე ბომბდამშენების აკრძალვას 2026 წლი 4 თებერვლამდე. ამით პოტენციურ საფრთხეს ავირიდებთ თავიდან.“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

 
შეთანხმება თავდაპირველად 2010 წელს გაფორმდა ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევს შორის.

მისი რატიფიცირება ცივი ომის დროს ორ ყოფილ მეტოქეს შორის აღებული ვალდებულების ნაწილად იქცა.  მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ორი ასეთი გარიგება გააფორმა.

გასულ კვირას ორივე მხარემ განაცხადა, რომ შეთანხმება აუცილებლად გაგრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო ღიად აკრიტიკებს რუსეთს რამდენიმე საკითხის გამო. მათ შორის ყველაზე აქტუალური ამჟამად რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაკავების საკითხია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend