მთავარიმთავარი ამბავისაქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი დაგეგმილზე ადრე იწყება

საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი დაგეგმილზე ადრე იწყება

საქართველოში პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე  შემსუბუქდება. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან მოიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 4 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შესაბამისად შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი  დაგეგმილზე ადრე დაიწყება.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები), ასევე გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით  სკოლებში სწავლა  საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. თუმცა მშობლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დისტანციური სწავლება აირჩიონ.

კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.

მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე –  განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ამ ეტაპზე არ გაიხსნება არც კერძო და რაც საჯარო საბავშვო ბაღები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეს მოქმედი ყველა შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება შაბათ-კვირას.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend