მთავარი მსოფლიო 600 წლის წინ სიტყვა „კარანტინი" ვენეციაში შავი ჭირის გავრცელების პერიოდში წარმოიშვა

600 წლის წინ სიტყვა „კარანტინი” ვენეციაში შავი ჭირის გავრცელების პერიოდში წარმოიშვა

1400-იან წლებში, როდესაც ევროპის კონტინენტზე შავი ჭირი მძვინვარებდა, პირველად ვენეციაში დაიწყეს საიზოლაციო ღონისძიებების გატარება, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გემების ეკიპაჟების, პროდუქტებისა და საქონლის 40 დღემდე იზოლაციას გულისხომდა. როგორც ირკვევა დაახოლებით 600 წლის წინ  ვენეციაშივე წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“.

ვენეციაში არის ლაზარეტო ნუოვოს კუნძული, იგივე ლაზარეთი. სწორედ იქედან წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“ 600 წლის წინ, როდესაც კუნძულზე გამძვინვარებული შავი ჭირისგან მოქალაქეების დაცვას ცდილობდნენ.

 
ვენეციის არქეოლოგიური კლუბის პრეზიდენტის, ჯეროლამო ფაცინის განცხადებით ვენეცია პირველი ქალაქი იყო, რომელშიც იზოლაციის სისტემა გამოიყენეს, ამას ხელი  იმ ფაქტორმაც შეუწყო, რომ ვენეცია არქიპელაგია, რომელიც მცირე და საშუალო კუნძულებისგან შედგება.

1400-იან წლებში პროდუქტებითა და საქონლით დატვირთული გემების ეკიპაჟები ვალდებულნი იყვნენ, იზოლაციაში გადასულიყვნენ, სანამ კონტინენტისკენ გააგრძელებდნენ სვლას. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ თავშესაფრითა და პროდუქტების შესანახი ადგილით. ვენეციის კუნძულებზე კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი იყო იზოლაციაში.

პერუჯას უნივერსტეტის პროფესორი ფრანჩესკა მალაგნინი აცხადებს რომ შემორჩენელია უნიკალური ნაწერები და ნახატები, რომლებზეც ასახულია ლაზარეთში გემების შემოსვლა. როდესაც გემები აღმოსავლეთიდან ვენეციაში მიდიოდნენ, ეკიპაჟი და საქონელი 40 დღემდე ჩერდებოდა საიზოლაციო სივრცეებში. აქედან წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“.

კარნავალის ცნობილი პერსონაჟი – „ჭირის ექიმი“ იმ ძველ დროს გვახსენებს, როდესაც ჯერ წამალი არ არსებობდა. ამ დროს ვენეცია, როგორც წესი, ხალხით არის გადაჭედილი, თუმცა წელს სიცარიელეა, კორონავირუსის პანდემიამ ამ ადგილსაც თავისი კვალი დააჩნია.

უახლესი

სხვა ამბები