მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ევროპაზე ახალი შემთხვევების 34% მოდის, მათ შორის პორტუგალია ყველაზე მძიმედ დაზარალდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში პორტუგალია ევროპაში პირველ ადგილზეა მილიონ სულ მოსახლეზე ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით, შედეგად კი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულად მძიმე ვითარებაშია.
როგორც ბევრი საავადმყოფო პორტუგალიაში, ვიზეუშიც უკვე მრავალი კვირაა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ. კლინიკის დირექტორის განცხადებით, იანვარში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა წინა წლის მთლიან მაჩვენებელს აღემატება. 28 იანვარს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მათ 278 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ჰყავდათ.
კლინიკური დირექტორის, ედუარდო მელოს განცხადებით მათთან კატასტროფული მდგომარეობაა და გადაწყვეტილებების მიღება რეალურ დროში უწევთ, ასევე პრობლემების გადასაჭრელად უჩვეული რესურსებისა გამოყენება არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. მაგალითისთვის მათ ქალაქის სპორტული დარბაზი საავადმყოფოდ გადააქციეს. მისი თქმით მათ არ იციან კიდევ რამდენს ხანს გაუძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ასეთ წნეხს, როდესაც ყოველდღიურად ახალი პაციენტები ემატებათ.
როდესაც პანდემია დაიწყო, კოვიდპაციენტებს კლინიკის მეშვიდე სართულის მხოლოდ ერთი ფლიგელი ეკავათ. კლინიკურ დირექტორს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ კოვიდპაციენტებს სხვა ფლიგელებსა თუ დეპარტამენტებში მოათავსებდნენ. სამკურნალო ოთახები, ფაქტობრივად, ინტენსიური თერაპიიის განყოფილებად იქცა. ერთი წლის წინ კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 8 საწოლი იყო, ახლა კი 26-ია.
კლინიკაში ათობით ექთანი და დამხამარე მიიწვიეს, თუმცა პორტუგალიაში კვალიფიციური ექიმების დეფიციტია. კლინიკის დირექტორს ჯერ არავინ დაჰკავშირებია გერმანიიდან, რომ დასახმარებლად ექიმებს გამოაგზავნიდნენ. ამის შესახება ედუარდო მელომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ უცხო ქვეყებიდან ექიმების ჩამოსვლას თავისი სირთულეები ახლავს, როგორიცაა მკურნალობისა და მუშაობის განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენება, ამგვარად რთული სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
ევრონიუსის ჟურნალისტებმა პორტუგალიიის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა პორტუგალიაში საავადმყოფოებთან დაკაშირებულ პრობლემებსა და საგარეო დახმარების შესახებ ესაუბრათ, თუმცა მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.