მთავარიმსოფლიომარია ზახაროვა ევროპის ქვეყნების ლიდერებს პასუხობს

მარია ზახაროვა ევროპის ქვეყნების ლიდერებს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნისა და დაკავებული ატივისტების გათავისუფლებას უკავშირდება.

მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი დასავლეთის წარმომადგენლებს ურჩევს, არ ჩაერიონ რუსეთის საქმეებში და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ.

„არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. უმჯობესია, ყველა საკუთარი პრობლემებით დაკავდეს. დამიჯერეთ, ამ ქვეყნებს საკუთარი პრობლემა ცოტა არ აქვთ. მათი განცხადებები თითქოს კოპირებულია, ეს ან რეალობისგან სრული მოწყვეტაა და იმის უცოდინრობა, თუ რაზე იყო დღეს საუბარი სასამართლოში, ან უბრალოდ პოლიტიკური ანგაჟირება” – განაცხადა მარია ზახაროვამ მედიის წარმომადგენლებთან.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს , მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.ის მკურნალობას ბერლინში, შარიტეს კლინიკაში გადიოდა. საავადმყოფოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, ნავალნი “ნოვიჩოკის” სახის ნერვული ნივთიერებით იყო მოწამლული.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მან დაარღვია ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯვრით განსაზღვრული ვალდებულებები. თავად ნავალნის განცხადებით, მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ყალბია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend