მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი - "უმძიმესი სიტუაცია იყო. ახლა რა შედარებაა, პაციენტების რაოდენობამ...

ერთი ექიმის ამბავი – “უმძიმესი სიტუაცია იყო. ახლა რა შედარებაა, პაციენტების რაოდენობამ  ნამდვილად იკლო”

“სამსახურის შემდეგ სახლში დაღლილი რომ მივდიოდი და კარს ვაღებდი, პირველი, რითიც ჩემი ოჯახის წევრები ინტერესდებოდნენ, კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა იყო“, – ამბობს ეკა ორაგველიძე, კოვიდმიმღების ექიმი. ის პანდემიასთან ბრძოლაში 3 თვის წინ ჩაერთო. მისი თქმით, სიტუაციის სიმძაფრე ამ თვეებში ყველაზე მეტად იგრძნობოდა.

„შემოდგომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ძალიან ბევრი ისეთი კოვიდპაციენტი მოჰყავდა, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკული იყო. უმძიმესი სიტუაცია იყო. ახლა რა შედარებაა, პაციენტების რაოდენობამ ნამდვილად იკლო.

 
ემოციურად ძალიან დატვირთულები ვბრუნდებოდით სახლში, ჩემი ოჯახი ყველა ავადმყოფს იცნობდა შორიდან. მათ პაციენტების სახელები და გვარებიც კი იცოდნენ. წარმოუდგენელია სახლში ემოციების გარეშე დაბრუნება, წარმოუდგენელია, თითოეული პაციენტის მდგომარეობა გულთან არ მიიტანო. როდესაც პაციენტს დადებითი დინამიკა ჰქონდა და სახლში ვწერდით, ის დღე ყველა ჩვენგანისთვის ბედნიერებით იყო აღსავსე“, – ამბობს ეკა ორაგველიძე, კლინიკა „ვივამედის“ კოვიდმიმღების ექიმი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend