სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკი V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდი ავრცელებს.
„დღეს ჩვენ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სპუტნიკ V“-ს დამტკიცების შესახებ ვაცხადებთ, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაციის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა პირდაპირი ინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დიმიტრიევმა.
„სპუტნიკი V“ ამ დროისთვის რეგისტრირებულია – რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუალაში, პარაგვაიში, უნგრეთში, თურქმენეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, ტუნისსა და გვინეაში.