მთავარიმსოფლიოჟოზეფ ბორელი - „რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები"

ჟოზეფ ბორელი – „რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები”

რუსეთში მასობრივი დაკავებებსა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ეხმაურება.

„ვწუხვარ რუსეთში მასობრივი დაკავებების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“,- წერს „ტვიტერზე“ ჟოზეფ ბორელი.

ჟოზებ ბორელი

რუსეთში გუშინ გამართულ ანტისამთავრობო და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მეუღლე და ჟურნალისტები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend